რა უნდა ვიცოდე Chess.com -ზე პატიოსანი თამაშის შესახებ?

წესები:

  •         აკრძალულია კომპიუტერული პროგრამების გამოყენება (მაგალითად Chessmaster, Fritz, Komodo, Houdini, Stockfish, Chessbase ნებისმიერი აქტიური UCI ძრავით, და ა.შ.) ან ძრავების გამოყენება მიმდინარე პარტიების გასაანალიზებლად!  
  •        დღიურ ჭადრაკში (ბიჯური პარტიები რამოდენიმე დღე სვლაზე) შეგიძლიათ გამოიყენოთ წყაროები რომლებიც არ ეყრდნობა ძრავას. ეს მოიცავს წიგნებს, სტანდარტული დათემატული პარტიების დებიუტების ბაზას (Chess.com მიმომხილველის ჩათვლით) მაგრამ არა მათი ძრავით ანალიზს. ცხრილების ბაზების გამოყენება აკრძალულია. არ შეიძლება ნახოთ შემდეგი სვლა ძრავის ან ანალიზის მეშვეობით ან შეეკითხოთ სხვა ადამიანს მომდევნო სვლის შესახებ 
  •       პირდაპირ ჭადრაკში ნებისმიერი გარეშე დახმარების მიღება აკრძალულია
  •       პარტიის შედეგების ჩაწყობა პარტიების მოწყობი თამაში თ  რამოდენიმე აკაუნტიდან ან განგებ წაგება აგრეთვე აკრძალულია
  •       არ მისცეთ არავის ნება ითამაშოს თქვენს აკაუნტზეეს სასტიკად აკრძალულია და არღვევს წესებს!


ხშირი შეცდომები:

1.      ძრავის გამოყენება რეიტინგულ პარტიაში გამოიწვევს აკაუნტის დახურვას, თუნდაც რომ მეტოქე გაფრთხილებული გყავდეთ ამის შესახებეს ხშირად ხდება ხოლმე. ერთხელ ორი მეგობარი ამოწმებდა თუ რომელი ძრავაა უფრო ძლიერი და აკეთებდნენ სვლებს ძრავების მიხედვით ერთმანეთთან თამაშის დროს. თუ გსურთ ასეთი ექსპერიმენტის ჩატარება პარტია უნდა იყოს რეიტინგის გარეშე და თქვენმა მეტოქემ უნდა იცოდეს რომ თქვენ იყენებთ გარეშე დახმარებას. თუ ამას არ გააკეთებთ თქვენი აკაუნტი დაიხურება!

2.      დებიუტების ბაზის ან წიგნის გამოყენება პირდაპირ ჭადრაკში - თუ გამოიყენებთ დებიუტების წიგნს ან ონლაინ დებიუტების ბაზას რომელიც გაჩვენებთ თუ რომელი სვლა გააკეთოთ თქვენი აკაუნტი დაიხურება!

3.      თქვენი საკუთარი ჩანაწერების გამოყენება პირდაპირ ჭადრაკში - ეს ყველაზე მეტად აკვირვებს მომხმარებლებს, მაგრამ ეს იგივეა რაც დებიუტების წიგნის გამოყენება! თუ თქვენ ამოიწერეთ ყველა შესაძლო სვლა რომელიმე დებიუტისთვის და გამოიყენეთ ისინი თამაშის დროს ეს თაღლთობად ჩაგეთვლებათ! კარგი დასამახსოვრებელი წესია - პირდაპირ ჭადრაკში უნდა გამოიყენოთ მხოლოდ თქვენი საკუთარი ტვინი!


როგორ შეგატყობინოთ სხვა მომხმარებლის შესახებ თუ ის არღვევს პატიოსანი თამაშის წესებს?
 

  •         თუ თვლით რომ ვინმე იყენებს გარეშე დახმარებას თამაშის დროს, გთხოვთ ნახოთ ამ ბმულში თუ როგორ შეგვატყობინოთ ამის შესახებ. ჩვენი პატიოსანი თამაშის დარღვევის მაძიებელი გუნდი ჩაატარებს დეტალურ გამოძიებას, შეაგროვებს მონაცემემბს ამ მომხმარებელზე, სრული კონფიდენციალურობის შენარჩუნებით, და მიიღებს შესაბამის ზომებსდარეპორტებული მომხმარებლის აკაუნტზე თუ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება
  •         გთხოვთ არ ისაუბროთ თქვენს ეჭვებზე ფორუმებზე!
  •         გთხოვთ არ დაადანაშაულოთ მოთამაშე საზოგადოდ მისი პროფილის გვერდზეან შენიშვნებში!
  •         გთხოვთ არ დაადანაშაულოთ მოთამაშე საზოგადოდ ჩატში პირდაპირ ჭადრაკში (პარტიის ყურების დროს ან თამაშის დროს)!
  •         ნებისმიერმა ზემოდჩამოთვლილმა მოქმედებამ სხვა მომხმარებლის წინააღმდეგ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი აკაუნტის შეზღუდვამიუხედავად იმისა თუ რა შედეგს მოიტანს იმ მომხმარებლის თამაშის გამოძიება.


როგორ პოულობს Chess.com დარღვევას?

  •         ანალიზის ნაწილს შეადგენს ადამიანის სვლების შედარება კომპიუტერულ სვლებთან და ამ სვლების დამთხვევის სტატისტიკური მნიშვნელობის დადგენა. 
  •         ეფექტურობის შესანარჩუნებლად ჩვენი დარღვევის გამოვლენის სხვა მეთოდები კონფიდენციალურია.


რამდენად ხშირად ამოწმებს Chess.com მოთამაშეებს პატიოსანი წესების დარღვევაზე?

  •         ჩვენ ძალიან ვცდილობთ შევინარჩუნოთ Chess.com უსაფრთხო და სასიამოვნო საზოგადოებად მოჭადრაკეებისთვის მთელი მსოფლიოდან და ძალიან ვწუხვართ როდესაც რომელიმე აკაუნტი იხურება. ამიტომ, უწესო თამაშის გამოვლენის პროცესი არასოდეს წყდება!
  •         Chess.com -ს ჰყავს 20-ზე მეტი სრული განაკვეთით მომუშავე თანამშრომელი რომლებიც ახორციელებენ უწესო თამაშის გამოძიებას, აღკვეთას და გარეშე დახმარების გამოყენებისთვის დაჭერილი მომხმარებლების აკაუნტების დახურვას. ჩვენი გუნდი მუდმივად ამოწმებს ჩვენი ტოპ მოთამაშეთა პარტიებს, და აგზავნის მათ პატიოსანი თამაშის წესების დარღვევის შემოწმებაზე.
  •         ჩვენ ვხურავთ 1000 -ზე მეტ აკაუნტს ყოველ კვირაში (პრემიუმ მომხმარებლების თა და ტიტულოვანი მომხმარებლების ჩათვლით).


რა ხდება როდესაც გამოვლინდება რომ მოთამაშემ დაარღვია პატიოსანი თამაშის წესები Chess.com -ზე?

  •         ჩვენ ვხურავთ მის აკაუნტს დაუყონებლივ; ყველა მიმდინარე პარტია ითვლება მოგებულად მისი ოპონენტებისთვის
  •         ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ უბრუნებთ ქულებს ბოლო 100 პარტიისთვის ან ბოლო 3 თვის განმავლობაში ნათამაშები პარტიებისთვის (ამ ციფრების ფარგლებს გარეთ შედეგი სტატისტიკურად არამნიშვნელოვანი გამოდის)
  •         ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ ვთავაზობთ დამრღვევს შანსს აღიაროს და მოიბოდიშოს. და ამ შემთხვევაში ვაძლევთ უფლებას ახალი აკაუნტის გახსნაზე. მაგრამ დამრღვევს არასოდეს არ შეუძლია გახსნას აკაუნტი დახურული პატიოსანი თამაშის წესების დარღვევის გამო.


რა ვქნა თუ მეტოქემ დამაბრალა პატიოსანი თამაშის წესების დარღვევა?

  •         თუ თქვენ არაფერი დაგირღვევიათ ჩვენ გირჩევთ უბრალოდ გატიშოთ ჩატი და გააგრძელოთ თამაში 
  •         შეიძლება თქვენი მეტოქე გაოცებულია თქვენი ბრწყინვალე უნარებით და სურს შეგიშალოთ ხელი!
  •         თუ ტყუილი ბრალდებულებები გაგრძელდება, გთხოვთ ნახოთ ამ ბმულში თუ როგორ შეგვატყობინოთ ამის შესახებ
  •         თუ გსურთ შეგიძლიათ დაამატოთ ეს მომხმარებელი თქვენს დაბლოკილ მომხმარებელთა სიაში რომ ის ვეღარ დაგიკავშირდეთ. ნახეთ აქ თუ როგორ.


თუ დავარეპორტე მოთამაშე პატიოსანი თამაშის წესების დარღვევაში რატომ არ დაიხურა მისი აკაუნტი?

  •         ჩვენ ძალიან ვაფასებთ რომ გვწერთ თქვენი ეჭვების შესახებ.Chess.com გადაწყვიტავს ამას და მიიღებს შესაბამის ზომებს. თუ ჩვენ არ დავხურეთ აკაუნტი ეს იმის ნიშანია რომ ბრალდება არ დადასტურდა.


თქვენ დახურეთ ჩემი ნაცნობის აკაუნტი - დარწმუნებული ვარ ის უდანაშაულოა! 

  •         ვწუხვართ რომ ასე მოხდა. სამწუხაროდ, ყველა უშვებს შეცდომებს - ზოგჯერ ძალიან კარგი ადამიანიც. ჩვენ ვხურავთ აკაუნტს როდესაც აბსოლიტურად ვართ დარწმუნებული ჩვენს გადაწყვეტილებაში და შევაგროვეთ საკმარისი სტატისტიკური მონაცემი რომელიც საჭირო იქბნება ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასახსნელად საზოგადოებისთვის და სასამართლოსთვის.
  •         არც ერთი აკაუნტი არ დახურულა მხოლოდ "ეჭვის გამო".


შეუძლია მომხმარებელს გაასაჩივროს მისი აკაუნტის დახურვა?

  •         ჩვენ სიხარულით მივიღებთ თქვენს გასაჩივრებას! შეავსეთ გასაჩივრების ფორმა წერილში რომელიც თქვენ მიიღეთ ჩვენგან აკაუნტის დახურვასთან დაკავშირებით და პატიოსანი თამაშის გუნდი განიხილავს თქვენ საქმეს.
  •         ოღონდ, გთხოვთ გახსოვდეთ რომ Chess.com კერძო კომპანია არის, და ის იტოვებს უფლებას დახუროს ნებისმიერი წევრის აკაუნტი თუ ჩათვლის რომ ის არღვევს საიტის წესებს, ან ცუდად ექცევა სხვა მომხმარებლებს ანმათ საიტზე ყოფნას ურთულებს.
  •         დამატებით, ეს ლოგიკურია და გასაგები (როგორც ნებისმიერ ბიზნესში) რომ ჩვენ არასოდეს დავხურავდით აკაუნტს რომ არ ვიყოთ დარწმუნებული, ყოველი ეჭვის გარეშე, რომ აკაუნტი არღვევს წესებს.


რას ფიქრობს Chess.com პატიოსანი თამაშის წესების დარღვევაზე?

  •         უსამართლო უპირატესობის გამოყენება მეტოქის წინააღმდეგ რომელიც ფიქრობს რომ თქვენ პატიოსნად თამაშობთსაზარელი საქციელია
  •         ჩვენი წესები ადვილი გასაგები და მკაცრია; და ზუსტად სრულდება
  •         ჩვენ ვთვლით რომ ძალიან ეფექტურად ვებრძვით პატიოსანი წესების დამრღვევებს.

გთხოვთ აგრეთვე არ განიხილოთ ჩვენს ფორუმებზე ეს საკითხები რომ ამან არ გამოიწვიოს არასაჭირო აჟიოტაჟი. ჩვენ შევქმენით ცალკე განსაკუთრებული კლუბი ონლაინ ჭადრაკში პატიოსანი თამაშის დარღვევის შემთხვევების განსახილავადგთხოვთ ისაუბრეთ გარეშე დახმრების გამოყენებაზე ამ კლუბის ფორუმში. გმადლობთ

მიიღეთ პასუხი თქვენს კითხვაზე? გმადლობტ უკუკავშირისთვის თქვენი უკუკავშირის გაგზავნისას შეცდომა აღმოჩნდა. გთხოვთ სცადოთ მოგვიანებით.