რა არის პრაქტიკა?
პრაქტიკა (ადრეწოდებული ვარჯიში) არის მშვენიერი საშუალება რომ დახვეწოთ ჭადრაკის უნარები... პრაქტიკით! შეგიძლიათ შეისწავლოთ დებიუტები, ენდშპილები, გაარჩიოთ ოსტატთა პარტიები ან ივარჯიშოთ ნებისმიერი პოზიციიდან! აი როგორ:
მარცხენა მენიუში დააჭირეთ ‘სწავლა’-ს და შემდეგ გადადით სექციაში 'პრაქტიკა':
ეს გადაგიყვანთ პრაქტიკის მთავარ გვერდზე სადაც შეზლებთ ამოირჩიოთ სასურველი პრაქტიკის საშუალება.
ოსტატების პარტიები
გაითამაშეთ პოზიციები ცნობილი პარტიებიდან! ამოირჩიეთ კლასიკური პარტია ან პარტია მსოფლიო ჩემპიონატებიდან, და ითამაშეთ კომპიუტერის წინააღმდეგ საყოველთაოდ ცნობილი პოზიციიდან.
როგორც კი ამოირჩევთ პარტიას, სისტემა გახსნის პოზიციას სავარჯიშოდ:
ამოირჩიეთ თუ რომელი ფერით გსურთ თამაში და აირჩიეთ ძრავის ძალა (თამაშის დონე) რომლის წინააღმდეგაც მოგიწივეთ თამაში, შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „ვარჯიშის დაწყება“! სცადეთ მოიგოთ როგორც ოსტატმა!
თუ გსურთ მეტი, გადადით სექციაში 'სწავლა' და ნახეთ გაკვეთილი დაკავშირებული თქვენს მიერ არჩეულ პარტიასთან.
დებიუტები
დაიღალეთ ვარჯიშით ბოტების წინააღმდეგ რომლებიც თამაშობენ როგორც სურთ? გადადით დებიუტებში! ამოირჩიეთ დებიუტი და ფიგურების ფერი და ივარჯიშეთ ბოტის წინააღმდეგ რომელიც ყოველთვის გააკეთებს სასურველ სვლას.
ამოირჩიეთ ფერი და აირჩიეთ ძრავის ძალა და დააჭირეთ ღილაკს „ვარჯიშის დაწყება“ როდესაც იქნებით მზად.
თუ გსურთ მეტი, გადადით სექციაში 'სწავლა' და ნახეთ გაკვეთილი დაკავშირებული თქვენს მიერ არჩეულ დებიუტთან.
ვარჯიში
გაითამაშეთ კონკრეტული თემები და პოზიციები სანამ არ დახვეწავთ მათ! ვარჯიში დაგეხმარებათ ამაში.
ამოირჩიეთ ფერი, ძრავის ძალა და დააჭირეთ „ვარჯიშის დაწყება“!
მომხმარებლის პოზიცია
გაითამაშეთ კონკრეტული პოზიცია მომხმარებლის პოზიციის მეშვეობით.
უბრალოდ ჩასვით FEN -ი ან დაამატეთ პოზიცია თქვენი პარტიიდან.
გახსენით ერთ ერთი თქვენი პარტია არქივში, გადადით ინფორმაციის ტაბში და ამოირჩიეთ "ვარჯიში კომპიუტერის წინააღმდეგ":
ამ გზით თქვენ იოლად განიხილავთ ნებისმიერ სასურველ პოზიციას!