როგორ შეგატყობინოთ სხვა მომხმარებლის შესახებ?
Chess.com მშვენიერი წევრებითაა სავსე, მაგრამ როგორც ნებისმიერ ადგილას ინტერნეტში შესაძლოა რამოდენიმე ცუდი ვაშლიც გამოერიოს.
თუ შეგხვდათ მომხმარებელი რომელიც შემდეგი ჩამონათვალიდან რაიმეს აკეთებს:
- რაიმე სექსუალურად უწესო ან პორნოგრაფიული - ეს შეიცავს ტექსტს, გამოსახულებებს, ბმულებს და ა.შ.
- რაიმე შეურაცხმყოფელი, მუქარის ანსქესზე, სექსუალურ ორიენტაციაზე ან სხვა რამეზე დისკრიმინაციის შემცველიდა ა.შ.
- რაიმე ცილისწამება, მუქარა ან მავნე ნებისმიერი მომხმარებლის მიმართ
- რაიმე "სპამი" (ბმულები კომერციულ საიტებზე რომლებიც არ არის დამოწმებული და ა.შ.)
- თაღლითობა, დროის გაწელვა პარტიებში, პარტიების მიტოვება ან შეგნებული წაგებება/რეიტინგის მანიპულაცია.
გთხოვთ შეგვატყონბინეთ ამ მომხმარებლის შესახებ!
შეტყობინება/დარეპორტება
მიუთითეთ მაუსით მომხმარებლის სახელს და დააჭირეთ დარეპორტების ნიშანს (!):
ეს გახსნის ფანჯარას სადაც შეძლებთ ამოირჩიოთ თქვენი შეტყობინების მიზეზი:
ამოირჩიეთ ვარიანტი როგორც უკეთ ახსნის თქვენი საჩივრის მიზეზს, და მოგვწერეთ მომხდარი ინციდენტის მოკლე აღწერა.
როდესაც ამოირჩევთ ვარიანტს, დარეპორტების ღილაკი გამწვანდება:
დააჭირეთ ღილაკს დარეპორტება და შეტყობინება გაეგზავნება Chess.com -ის ბოროტად გამოღენების და პატიოსანი თამაშის გუნდებს. როდესაც საჩივრების რაოდენობა მიაღწევს საკმარის რიცხვს დამრღვევი წევრის აკაუნტი მოხვდება შემოწმებაზე და შეიძლება შეიზღუდოს ან დაიხუროს.
თუ მომხმარებელი პირადად გაწუხებთ, მონიშნეთ ‘დაბლოკვა’ რომ მან ვერ შეძლოს გამოგიგზავნოთ შეტყობინება ჩატში ან გამოწვევა სათამაშოდ.
თუ გსურთ დაბლოკოთ მომხმარებელი დარეპორტების გარეშე, შეგიძლიათ ამოირჩიოთ დაბლოკვა მისი პროფილიდან:
ნახეთ ეს პროცედურა Android მოწყობილობისთვის აქ და iOS მოწყობილობისთვის აქ
სასწრაფო შეტყობინება/დარეპორტება
თუ მომხმარებელი აგრესიულია, გემუქრებათ ძალადობით, ან ნებისმიერი სხვა მისი საქციელი საჭიროებს სასწრაფო პასუხს, გთხოვთ შეავსოთ ფორმა ქვემოთ და ამ შეტყობინებას სასწრაფოდ განვიხილავთ: