როგორ ვეთამაშო მეგობარს?
გსურთ გამოიწვიოთ Chess.com-ზე სათამაშოთ თქვენი მეგობარი? ეს სავსებით იოლია! ნახეთ აქ თუ როგორ დაამატოთ მომხმარებელი მეგობრებში!
ერთ ერთი გზა მეგობრის გამოსაწვევად არის დააჭიროთ სექციას 'თამაში' მარცხენა მენიუში.
შემდეგ მარჯვენა მხარეს ამოირჩიოთ 'თამაში მეგობართან':
აქ უკვე შეძლებთ მოძებნოთ მეგობარი მომხმარებლის სახელით ან შექმნათ გამოწვევის ბმული და გაუგზავნოთ ვინმეს მესენჯერით ან ელ. ფოსტით, ან შეგიძლებთ ამოირჩიოთ მეგობარი რომელიც არის ონლაინ.
როგორც კი ამოირჩევთ მეგობარს, დაინახავთ ახალ მენიუს სადაც შეძლებთ ამოირჩიოთ დროის კონტროლი და პარტიის ტიპი. თუ თქვენი მეგობრის რეიტინგი ბევრად განსხვავდება თქვენი რეიტინგისგან შეგიძლიათ ითამაშოთ პარტია ფორით. ნახეთ თუ როგორ ითამაშოთ ფორით აქ.
დაიმახსოვრეთ რომ თქვენი მეგობარი უნდა იყოს ონლაინ რომ მიიღოს თქვენი გამოწვევა! წინააღმდეგ შემთხვევაში გამოწვევას ვადა გაუვა რამოდენიმე წუთში.
თუ აგზავნით გამოწვევას დღიურ პარტიაზე (დღეები სვლაზე), მაშინ არ არის მნიშვნელოვანი არის თუ არა თქვენი მეგობარი ონლაინ, ოფლაინ თუ თამაშობს. გამოწვევა დარჩება მოქმედი სანამ ის არ მიიღებს/უარყოფს მას.
მეგობრის სათამაშოთ გამოწვევის მეორე ვარიანტია მისი პროფილის გვერდიდან გამოწვევის ნიშანზე დაჭერა:
ან დააჭირეთ მეგობრის მომხმარებლის სახელზე ნებისმიერ ადგილას, თუნდაც ჩატში ან თქვენი პარტიების არქივში:
კიდევ ერთი გზა მეგობრის გამოსაწვევად არის ამ ბმულის გამოყენება: chess.com/play/USERNAME
დაწერეთ 'username' -ის მაგივრად თქვენი მეგობრის მომხმარებლის სახელი, ჩაწერეთ ეს ბმული ბრაუზერში და გადახვალთ ამ მომხმარებელთან გამოწვევის შექმნის გვერდზე!
ბოლო ორი ვარიანტისთვის არ არის საჭირო რომ მომხმარებელი თქვენს მეგობრების სიაში იყოს!