რა არის პატი?
პატი არის ყაიმის ვარიანტი რომელიც აღმოჩნდება დაფაზე როდესაც ერთ ერთ მოთამაშეს არ დარჩება სვლა სათამაშოთ. თუ მეფე არ არის ქიშის ქვეშ, მაგრამ ვერცერთ ფიგურას ვერ გადაადგილებთ ისე რომ მეფე არ არმოჩნდეს ქიშის ქვეშ, მაშინ პარტია დასრულდება პატით (ყაიმით)!
ნახეთ პატის მაგალითი ამ სურათში:
თუ შავების სვლაა - პარტია დასრულდა! პარტია! მაგრამ რატომ?
იმიტომ რომ ერთ ერთი საჭადრაკო წესი განიმარტება ასე: ვერ დასვამთ თქვენს მეფეს ქიშის ქვეს.
ზემოთ ნაჩვენებ სურათზე ნებისმიერი უჯრა რომელზეც შეუძლია გადავიდეს მეფე იმყოფება ლაზიერის დარტყმის ქვეშ! შავებს არ ააქვთ ლეგალური სვლა და ამიტომ პარტია გამოცხადდება ყაიმად.
ქვემოთ ნაჩვენებ სურათზე ყველა უჯრა ლაზიერის დარტყმის ქვეშ მონიშნულია წითლად. ვხედავთ რომ შავებს არ ააქვთ უჯრა სათამაშოთ!
პატი აგრეთვე შეიძლება მოხდეს როდესაც დაფაზე ბევრად მეტი ფიგურაა.ნახეთ უფრო რთული პატი. ისევ შავების სვლაა. რომელი ფიგურის გათამაშებაა შესაძლებელი?
მიუხედავად იმისა რომ შავებს ბევრი ფიგურა ყავთ, ვერცერთი მათგანი ვერ იმოძრავებს! თუ ამ პოზიციაში შავების სვლაა პატია დასრულდება პატით! ხედავთ რატომ?
შავების პაიკები ვერ მოძრაობენ, ისინი დაბლოკილია სხვა ფიგურებით. შავების კუ დაბლოკილია თეთრების ეტლით! მეფეს სამი უჯრა აქვს სათამაშოთ, მაგრამ თუ გადავა h2 -ზე, მოხვდება ქიშის ქვეშ ეტლისგან a2 -ზე, თუ გადავა g1-ზე მას დაემუქრება ლაზიერი, ხოლო თუ გადავა g2 -ზე მოხვდება ორმაგი დარტყმის ქვეშ ლაზიერისგან და ეტლისგან! შავებს არ აქვთ ლეგალური სვლა, მაგრამ მათი სვლაა! ეს არის პატის განმარტება.
თუ თქვენ აგებთ კარგი სტრატეგიაა შეიტყუოთ მეტოქე პატში. მეფის კუთხეში დამწყვრევა ან მეტოქის პაიკის უკან დამალვამ შეიძლება დაგეხმაროთ და დაუკვირვებელმა მოწინააღმდეგემ პატით დაასრულოს პარტია.
იმისათვის რომ თავიდან აიცილოთ პატი ყოველთვის დარწმუნდით იმაში რომ თქვენს მეტოქეს აქვს საწუალება გააკეთოს სვლა!
პატის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის გასაგებად, ნახეთ ეს გაკვეთილი!