რა ითვლება თაღლითობად Chess.com-ზე?
თაღლითობაზე ბევრი საუბრებია, მას უწოდენებ ‘გარეშე დახმარების’, ‘ცხრილების ბაზის’ და ‘ძრავის’ გამოყენებას, და კონკრეტულად რა ითვლება თაღლითობად Chess.com -ზე?
ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რას თამაშობთ - პირდაპირ (ონლაინ) თუ დღიურ ჭადრაკს! ნახეთ თუ რა არის და რა არ არის დაშვებული!
დღიური ჭადრაკი (დღეები სვლაზე)
--რა არის აკრძალული--
- კომპიუტერული პროგრამები ჭადრაკის სათამაშოთ (ძრავები) - თქვენ არ უნდა გამოიყენოთ არანაირი ძრავა მიმდინარე პარტიების გასაანალიზებლად! ეს მოიცავს Chessmaster, Fritz, Komodo, Houdini, Stockfish, Chessbase ნებისმიერი აქტიური UCI ძრავით, და ა.შ.
- ცხრილების ბაზები - ცხრილების ბაზები არის საჭადრაკო მონაცემთა ბაზები რომლებიც შეიცავენ ყველა შესაძლებელ სვლას ენდშპილებისთვის 7 და ნაკლები ფიგურით. მათი გამოყენება გაძლევთ საშუალებას იცოდეთ ყველაზე მომგებიანი სვლა ნებისმიერ პოზიციაში და უდრის ძრავის გამოყენებას. ცხრილების ბაზები აკრძალულია!
- სხვა ადამიანებისგან დახმარების მიღება - არ შეიძლება დახმარება თხოვოთ სხვა ადამიანს! არ თხოვოთ არავის რჩევა თქვენი მიმდინარე პარტიის შესახებ! არ მისცეთ არავის ნება ითამაშოს თქვენს აკაუნტზე!
- პარტიის შედეგების ჩაწყობა - პარტიების მოწყობა, თამაში რამოდენიმე აკაუნტიდან ან განგებ წაგება აგრეთვე აკრძალულია!
--რა არის დაშვებული--
- წიგნები - თქვენ შეგიძლიათ შეისწავლოთ საჭადრაკო წიგნები, გაკვეთილები ან ვიდეო რომ იპოვოთ უკეთესი სვლა. ეს წყაროები არ შეიცავენ ძრავას რომელიც იპოვის თქვენთვის საუკეთესო სვლას, ამიტომ დაშვებულია დღიურ პარტიებში!
- დებიუტების ბაზები - თქვენ შეგიძლიათ შეისწავლოთ დებიუტების ბაზები ან პარტიების არქივები რომ იპოვოთ უკეთესი სვლა. აკრძალულია მათი გამოყენება თუ ისინი შეიცავენ სვლათა შეფასებას ძრავის მიხედვით!
- დაფა საკუთარი ანალიზისთვის - თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ საკუთარი ანალიზის ინსტრუმენტი რომ ნახოთ შესაძლებელი სვლა და დააყენოთ პირობითი სვლები. ეს ნებადართულია მხოლოდ დრიურ პარტიებში!
პირდაპირი (ონლაინ) ჭადრაკი (ტყვია, ბლიცი, სწრაფი)
--რა არის აკრძალული--
- კომპიუტერული პროგრამები ჭადრაკის სათამაშოთ (ძრავები) - თქვენ არ უნდა გამოიყენოთ არანაირი ძრავა მიმდინარე პარტიების გასაანალიზებლად! ეს მოიცავს Chessmaster, Fritz, Komodo, Houdini, Stockfish, Chessbase ნებისმიერი აქტიური UCI ძრავით, და ა.შ.
- ცხრილების ბაზები - ცხრილების ბაზებიარის საჭადრაკო მონაცემთა ბაზები რომლებიც შეიცავენ ყველა შესაძლებელ სვლას ენდშპილებისთვის 7 და ნაკლები ფიგურით. მათი გამოყენება გაძლევთ საშუალებას იცოდეთ ყველაზე მომგებიანი სვლა ნებისმიერ პოზიციაში და უდრის ძრავის გამოყენებას. ცხრილების ბაზები აკრძალულია!
- სხვა ადამიანებისგან დახმარების მიღება - არ შეიძლება დახმარება თხოვოთ სხვა ადამიანს! არ თხოვოთ არავის რჩევა თქვენი მიმდინარე პარტიის შესახებ! არ დართოთ არავის ნება ითამაშოს თქვენს აკაუნტზე!
- პარტიის შედეგების ჩაწყობა - პარტიების მოწყობა, თამაშირამოდენიმე აკაუნტიდანანგანგებ წაგებააგრეთვე აკრძალულია!
- წიგნები, დებიუტების ბაზები ან სხვა რაიმე გარეშე დახმარება! Chess.com-ზე პირდაპირი (ონლაინ) პარტიის თამაშის დროს თქვენ უნდა უყურებდეთ მხოლოდ დაფას რომელზეც თამაშობთ. ითამაშეთ თქვენი საკუთარი ცოდნით და ნიჭით!
ტაქტიკური შტურმი და თავსატეხები რეიტინგზე
--რა არის აკრძალული--
- კომპიუტერული პროგრამები ჭადრაკის სათამაშოთ (ძრავები) - თქვენ არ უნდა გამოიყენოთ არანაირი ძრავა თავსატეხების ამოსახსნელად! ეს მოიცავს Chessmaster, Fritz, Komodo, Houdini, Stockfish, Chessbase ნებისმიერი აქტიური UCI ძრავით, და ა.შ.
- ცხრილების ბაზები - ცხრილების ბაზებიარის საჭადრაკო მონაცემთა ბაზები რომლებიც შეიცავენ ყველა შესაძლებელ სვლას ენდშპილებისთვის 7 და ნაკლები ფიგურით. მათი გამოყენება გაძლევთ საშუალებას იცოდეთ ყველაზე მომგებიანი სვლა ნებისმიერ პოზიციაში და უდრის ძრავის გამოყენებას. ცხრილების ბაზები აკრძალულია!
- სხვა ადამიანებისგან დახმარების მიღება - არ შეიძლება დახმარება თხოვოთ სხვა ადამიანს! არ თხოვოთ არავის რჩევა ტავსატეხის ამოხსნის შესახებ! არ დართოთ არავის ნება ითამაშოს თქვენს აკაუნტზე!
- წიგნები, დებიუტების ბაზები ან სხვა რაიმე გარეშე დახმარება! Chess.com- ზე ტავსატეხების ამოხსნის დროს თქვენ უნდა უყურებდეთ მხოლოდ დაფას. ითამაშეთ თქვენი საკუთარი ცოდნით და ნიჭით!
პარტიები და თავსატეხები რეიტინგის გარეშე
პარტიები და თავსატეხები რეიტინგის გარეშე რომლებშიც ორივე მხარემ იცის რომ გამოიყენება გარეშე დახმარება ერთადერთი გამონაკლისია ზემოთხსენებული წესებისთვის. რადგან ეს პარტიები და თავსატეხები არარეიტინგულია და არ შეცვლიან საიტზე არცერთი მოთამაშის რეიტინგს, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ინსტრუმენტი!
თუმცა, როგორც ზემოთ ვახსენეთ თუ აპირებთ გამოიყენოთ გარეშე დახმარება მეტოქის წინააღმდეგ, თქვენ უნდა შეატყობინოთ მას ამის შესახებ წინასწარ!