რას ნიშნავს პარტიის ‘გაუქმება’? როგორ გავაუქმო პარტია?

თუ დაიწყეთ პარტია შეცდომით ან გამოწვევის შექმნის შემდეგ მიხვდით რომ არ გაქვთ დრო სათამაშოთ, შეგიძლიათ გააუქმოთ პარტია. ამისათვის უნდა მოასწროთ ღილაკი ‘გაუქმება’ -ს დაჭერა სანამ პირველი სვლა გაკეთდა:

ეს ღილაკი შეიცვლება ღილაკით ‘დანებება’ როგორც კი სვლა გათამაშდება. Android და iOS მობილურ აპლიკაციებში პარტიიდან გასვლის შესაძლებლობა არის ოპციების მენიუში. 

როდესაც დააჭერთ გაუქმებას პარტია გაუქმდება.გაუქმებული პარტია არ გამოჩნდება თქვენი პარტიების არქივში. 

ვერ ვხედავ გაუქმების ოპციას, რა ხდება? 

ეს ოპცია უნდა გამოიყენოთ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში როდესაც იცით რომ ვერ დაასრულებთ პარტიას. მოთამაშეები რომლებიც ბოროტად გამოიყენებენ ას ფუნქციას კარგავენ მისი გამოყენების შესაძლებლობას

თუ დაინახეთ რომ გაუქმების ღილაკი გაქრა უბრალოდ უნდა გააგრძელოთ თამაში. როდესაც ითამაშებთ რამოდენიმე პარტიას გუქმების გარეშე ეს ოპცია დაბრუნდება. 

ჩემმა მოწინააღმდეგემ მიატოვა პარტია შუა თამაშში! როგორ მოხდა ეს? 

ზოგ იშვიათ შემთხვევაში პარტი შეიძლება გაუქმდეს დაწყებიდან საკმაო დროის გასვლის შემდეგ და ის გაქრება არქივიდან ვითომ არც მომხდარა. ამისი ორი მიზეზი არსებობს: 

1. თქვენ თამაშობდით არენაზე და არენა დასრულდა. როდესაც არენა სრულდება (დრო იწურება) ყველა მიმდინარე პარტია უქმდება. რადგან ისინი არ დასრულდა არენას დროს ისინი არ ჩაითვლება არენას მოპოვებულ ქულებში და გაუქმდება. 

2. მოხდა სერვერის გადატვირთვათუ თამაშობდით სერვერის დაგეგმილი გადატვირთვის დროს პარტია გაუქმდება როდესაც სერვერს გადატვირთავენ. 

ოღონდ გთხოვთ ნუ აქცევთ პარტიების გაუქმებას ჩვევად რადგან პარტიების მიტოვება ითვლება ჩვენი საზოგადოების წესების დარღვევადდაშეიძლებათქვენიაკაუნტისშეზღუდვაგამოიწვიოს.

თუ გსურთ ითამაშოთ პარტია რეიტინგის გარეშე მიჰყევით ამ ბმულს რომ გაიგოთ როგორ.

მიიღეთ პასუხი თქვენს კითხვაზე? გმადლობტ უკუკავშირისთვის თქვენი უკუკავშირის გაგზავნისას შეცდომა აღმოჩნდა. გთხოვთ სცადოთ მოგვიანებით.