როგორ ამოვირჩიო რა რეიტინგის იქნება ჩემი მეტოქე?
თუ გხვდებათ ბევრად უფრო მაღალი ან დაბალი რეიტინგის მქონე მეტოქეები ვიდრე გსურთ შეგიძლიათ დააყენოთ მეტოქეთა სასურველი რეიტინგის დიაპაზონი.
ამისათვის დააჭირეთ ღილაკს 'თამაში' მარცხენა მენიუში.
შემდეგ დააჭირეთ პარამეტრების ნიშანს საჭადრაკო დაფის მარჯვენა ზედა კუთხეში:
ან შეგიძლიათ შეხვიდეთ პარამეტრებში და შეხვიდეთ სექციაში 'პირდაპირი ჭადრაკი'
ორივე ვარიანტი გახსნის პირდაპირი ჭადრაკის მენიუს:
ამოირჩიეთ ტაბი 'თამაში' და დაინხავთ შემომავალი და გამავალი გამოწვევების პარამეტრებს.
შემომავალი გამოწვევბი არის გამოწვევები რომელსაც თქვენ გიგზავნიან, როდესაც აჭერენ თქვენს მომხმარებლის სახელს და პირადად თქვენ გიწვევენ სათამაშოთ, რომელიც თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ან უარყოთ.
გამავალი კი გამოწვევებია რომლებსაც თქვენ აგზავნით როდესაც აჭერთ ღილაკს 'თამაში' რომ მოძებნოთ მეტოქე. ეს ოპცია უნდა შეცვალოთ თუ გსურთ შეცვალოთ პირდაპირ ჭადრაკში თქვენი მეტოქეების რეიტინგის შეცვლა.
დიაპაზონი უკავშირდება თქვენს რეიტინგს. ზემოდ ნაჩვენებ სურათში დიაპაზონი დაყენებულია -150 და +200. ეს ნიშნავს რომ თუ თქვენი რეიტინგია 1200, თქვენ დაწყვილდებით მოთამაშეებთან რომლის რეიტინგია 1050 და1400. თუ მოიგებთ რამოდენიმე პარტიას და თქვენი რეიტინგი შეიცვლება 1300 მდე, მაშინ თქვენ დაწყვილდებით მოთამაშეებთან რომლის რეიტინგია 1150 და1500.
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რაც უფრო ვიწრო დიაპაზონს დააყენებთ მით უფრო დიდი დრო შეიძლება დაჭირდეს მეტოქის მოძებნას. არ გირჩევთ დიაპაზონის დაყენებას 50 ქულით ნაკლები ან მეტით.