როგორ გადავაქციო ჩემი პაიკი ლაზიერად?
ჭადრაკისერთერთი ყველაზე საოცარი წესი არის ‘პაიკის გარდასახვა’. ეს ნიშნავს იმას რომ თქვენ შეგიძლიათ გაიყვანოთ ერთ ერთი თქვენი პაიკი დაფის მოპირდაპირე მხარეს და გადააქციოთ ის ნებისმიერ ფიგურად! (გარდა მეფისა და თვით პაიკისა!)
თეთრები სადაცაა გარდასახავენ თავიანთ პაიკს!მათი სვლის დროს პაიკი გადაადგილდება მე-8 ჰორიზონტალზე (დაფის მოპირდაპირე მხარეს) და გამოჩნდება ფიგურის არჩევის ოპცია:
შეიძლება ამოირჩიოთ ლაზიერი, მხედარი, ეტლი ან კუ პაიკის ნაცვლად!
ამ წესის გამო თქვენ შეიძლება ნახოთ ორი ან მეტი ერთი ფერის ლაზიერი დაფაზე!
თითქმის ყოველთვის საუკეთესოა ლაზიერში გარდასახვა, მაგრამ ზოგოერთ ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეიძლება უკეთესი იყოს მხედარში გარდასახვა რომ ქიში გამოუცხადოთ მეტოქის მეფეს მაგალითად.
ნახეთ ეს პარტია სადაც ოსტატი ამან ჰამბლთონი იგებს დაფაზე 6 ლაზიერით!