როგორ ამოვირჩიო ფერი?
ფერი რეიტინგულ პარტიებში შემთხვევითია!
შეიძლება ჩანს რომ ბევრ პარტიებში ზედიზედ ერთი და იგივე ფერი შეგხვდათ, მაგრამ საბოლოოდ ფერები ნაწილდება თანაბრად. შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი სტატისტიკის გვერდი რომ ნახოთ რამდენგერ შეგხვდათ ერთი ფერი და დარწმუნდეთ რომ ეს 50% შეადგენს.
თუ გსურთ ფერის არჩევა რომ გაითამაშოთ რაიმე დებიუტი მაგალითად, შეგიზლიათ ამოირჩიოთ ფერი არარეიტინგულ პარტიებში.
დააჭირეთ ღილაკს "თამაში" მარცხენა მენიუში, შემდეგ ამოირჩიეთ ‘მომხმარებლის პარტია’:
იმის შემდეგ რაც ამოირჩევთ დროის კონტროლს და პარტიის ტიპს თქვენ უნდა გამორთოთ ღილაკი 'რეიტინგით':
როგორც კი გამორთავთ რეიტინგის ოპციას გამოჩნდება ფერის ამორჩევის ოპცია ჩამოსაშლელ მენიუში:
ამოირჩიეთ ფერი და დააჭირეთ ღილაკს 'თამაში'.
ასეთი პარტიისთვის მეტოქის მოძებნას შეიძლება უფრო ბევრი დრო დასჭირდეს, რადგან არარეიტინგული პარტიების თამაში არ უყვარს ბევრ მონაწილეს.
თუ გსურთ თვითონ აოირჩიოთ ფერი აგრეთვე შეგიძლიათ ითამაშოთ კომპიუტერის წინააღმდეგ.