რა ხდება თუ ვინმე გამოიჭირეს თაღლითობაში?
თუ მომხმარებელი გამოიჭირეს თაღლითობაში, ეს ნიშნავს იმას რომ აღმოჩნდა რომ ის ასრულებდა აკრძალურ მოქმედებას ამ სიისდან.
როდესაც მომხმარებელს გამოიჭირენ თაღლითობაში, მის აკაუნტს დახურავენ, და დაბლოკავენ ახალი აკაუნტის შექმნიდან.
დამატებით, რეიტინგის ქულებს დაუბრუნებენ მომხმარებლებს რომლებმაც წააგეს მასთან თამაშის დროს (იმ პარტიებისთვის რომელშიც თაღლითობა აღმოჩნდა).
თუ მომხმარებელი რომელსაც თქვენ ეთამაშეთ დაიბლოკება თაღლითობისთვის თქვენ მოგივათ შეტყობინება ამის შესახებ ელ. ფოსტაზე Chess.com -იდან, რომელიც იქნება დაახლოებით ასეთი:
„ჩვენ აღმოვაჩინეთ რომ ერთმა ან რამოდენიმე თქვენმა მეტოქემ დაარღვია ჩვენი პატიოსანი თამაშის წესები.
პოტენციურად არასამართლებრივი დაკარგული რეიტინგის კომპენსაციის სახით, ჩვენ შევცვალეთ თქვენი შემდეგი რეიტენგები:
სწრაფი: 1066 + 10 => 1076
თქვენ აგრეთვე შეძლებთ ნახოთ თქვენი პარტიების არქივში თუ ვინ დაიბლოკა თაღლითობისთვის მათი მომხმარების სახელის გვერდით სპეც. ნიშანზე თაგვის მინიშნებით:
თუ მოთამაშე დაიბლოკა პატიოსანი თამაშის წესების დარღვევისთვის ქულების დაბრუნებას დაჭირდება დაახლოებით 7 დღე. თუ 7 დღის შემდეგ არ მიიღებთ შეტყობინებას ქულების დაბრუნების შესახებ, გთხოვთ მოგვწეროთ წევრთა დახმარებაში და ჩვენ დაგეხმარებით.
თუ ფიქრობთ რომ თქვენი მეტოქე თაღლითობდა გთხოვთ შეგვატყობინეთ ამის შესახებ! არ დაწეროთ არაფერი მათ გვერდზე და არ დააბრალოთ არაფერი,უბრალოდ შეგვატყობინეთ ჩვენ და ჩვენ მივიღებთ სათანადო ზომებს.