უზრდელობაა უარის თქმა რევანშის შემოთავაზებაზე?
ბევრ მოთამაშეს უყვარს ითამაშონ ორი პარტია, ერთი თეთრებით და ერთი შავებით ყველასთან ვისაც ეთამაშებიან. მაგრამ არ არსებობს წესი რომლის მიხედვითაც თქვენ ვალდებული ხართ მიიღოთ რევანშის შემოთავაზება!
არსებობს ბევრი მიზეზი რომლის გამოც მეტოქემ შეიძლება ვერ მიიღოს რევანშის შეთავაზება. მაგალითად მას არ აქვს საკმარისი დრო, ან ის დაიღალა თამაშით რადგან დიდი დროა თამაშობდა, ან შეიძლება, მას უყვარს პარტიის გაანალიზება და შეცდომების შემოწმება ყოველი თამაშის შემდეგ.
თუ ვინმემ არ უპასუხა ან უარყო თქვენი რევანშის შეთავაზება, ეს არ ნიშნავს რომ მეტოქე უზრდელია ან 'გაურბის რევანშს.' ეს მხოლოდ შეთავაზებაა, და ის შეიძლება მიიღონ ან არა ნებისმიერი ზემოდჩამოთვლილი ან სხვა მიზეზის გამო.
თუ ვინმემ არ უპასუხა ან უარყო თქვენი რევანშის შეთავაზება, არ იჯავროთ! ბევრი სხვა მოთამაშე ელოდება სანამ დააჭერთ ღილაკს 'თამაში'!
იმხიარულეთ!