როგორ დავბლოკო სხვა მომხმარებელი?
ყველაზე იოლი გზა რომ დაბლოკოთ ვინმე არის მის მომხმარებლის სახელზე დაჭერა, შემდეგამოირჩიეთ 'დაბლოკვა' ჩამოსაშლელ მენიუში. (შეიძლება დაგჭირდეთ დააჭიროთ ღილაკს 'მეტი' ამ ოპციის დასანახად)
თუ მომხმარებელი თქვენს მეგობართა სიაშია თქვენ უნდა წაშალოთ ის მეგობრებიდან და შემდეგ გამოჩნდება დაბლოკვის ოპცია:
როდესაც თქვენ დაბლოკავთ მომხმარებელს ის ვეღარ შეძლებს:
- თქვენს აკაუნტზე შენიშვნების დაწერას
- თქვენთვის შეტყობინებების გაგზავნას
- ვერ მიიღებს თქვენს მიერ გამოქვეყნებულ პარტიაზე გამოწვევას
- თქვენთან თამაშს
- შემოუერთდეს თქვენს მიეღ შექმნილ ტურნირს
- დატოვოს კომენტარი თქვენს მერ შექმნილ ბლოგში
თქვენ აგრეთვე შეგილიათ დაბლოკოთ მოთამაშე მისი მომხმარებლის სახელის შეყვანით დაბლოკილ წევრთა სიაში. გადადით თქვენს 'პარამეტრები' -ში, შემდეგ ამოირჩიეთ'ბლოკირება'. ეს გადაგიყვანთ ამ გვერდზე: https://www.chess.com/settings/blocking და იქ დაინახავთ ველს რომელშიც შეძლებთ ჩაწეროთ მომხმარებლის სახელი რომლის დაბლოკვაც გსურთ.
ამ ველის ქვეშ დაინახავთ იმ მომხმარებელთა სიას რომლებიც თქვენ უკვე დაბლოკეთ:
ბლოკირების მოსახსნელად დააჭირეთ ღილაკს „განბლოკვა“ მომხმარებლის სახელის გვერდით.