როგორ შეუერთდე კლუბს?
კლუბი გთავაზობთ ბევრ შესაძლებლობას, როგორიცაა კლუბურ მატჩებში თამაში ან ჭადრაკის ხმის მიცემით თამაში ერთად, ან ახალი მოთამაშეების გაცნობა თქვენი ქვეყნიდან ან იგივე ინტერესებით!
კლუბის მოსაძებნად და მასში გაწევრიანებისთვის, მიჰყევით ამ ნაბიჯებს!
თქვენი მთავარი გვერდის მარცხენა მენიუდან შედით ‘ურთიერთობა’ -ში და ამოირჩიეთ ‘კლუბები’:
კლუბების გვერდიდან მარჯვენა მენიუში დააჭირეთ ‘კლუბების ძებნა’- ს ან თუ იცით კლუბის დასახელება შეიყვანეთ ის ძებნის ველში:
როგორც კი მოძებნით კლუბს, დააჭირეთ მის დასასხელებას რომ გადახვიდეთ მის ვერდზე და შემდეგ დააწკაპუნეთ ღილაკს ‘შეერთება’-სრომ მოითხოვოთ ამ კლუბში გაწევრიანება:
ზოგიერთმა კლუბმა შეიძლება მოითხოვონ დამატებითი ფორმის შევსება. წაიკითხეთ კლუბის აღწერა რომ გაიგოთ რა მოთხოვნები აქ ამორჩეულ კლუბს. ‘შეერთება’ - ის დაჭერის შემდეგ თქვენ უნდა დაელოდოთ თვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
თუ თქვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა თქვენ მოიპოვებთ წვდომას ყველა ფორუმებზე, შეტყობინენბებზე და ჩატებზე რომლებიც მისაწვდომია ამ კლუბში, და შეძლებთ მონაწილეობა მიიღოთ კლუბურ მატჩებში!