როგორ გავაგზავნო მეგობრობის შეთავაზება?

მეგობრის დასამატებლად, დააწკაპუნეთ თქვენი მეგობრის სახელზე. ის შეიძლება თქვენი პარტიების არქივში, პირდაპირი ჭადრაკის ჩატში ან მისი მომხმარებლის სახელის მოძებნით 'მონაწილეებში' იპოვოთ.

მენიუში დააჭირეთ "მეგობრის დამატება"-ს:

აგრეთვე შეგიძლიათ მოიწვიოთ მეგობარი მისი პროფილიდან:

ან, შეგიძლიათ შეხვიდეთ 'დაკავშირება'-ში მარცხენა მენიუში, და დააჭიროთ'მეგობრებ'-ზე და შემდეგ ამოირჩიოთ 'მოძებნეთ მეგობრები':

შემდეგ აკრიბეთ თქვენი მეგობრის მომხმარებლის სახელიძებნის სტრიქონში, ამოირჩიეთ მისი პროფილი და დააჭირეთ 'მეგობრის დამატება' -ს:


ყველა ეს ვარიანტი დასრულდება თქვენი ამორჩეული მომხმარებლისთვის მეგობრობის შეთავაზების გაგზავნით. 

მომხმარებელს რომელსაც თქვენ გაუგზავნით მეგობრობის შეთავაზებას  ექნება სამი ვარიანტი მის შემდეგ რაც დაინახავს შეტყობინებას: მიიღოს, უარყოს ან იგნორი გაუკეთოს:

  •         თუ მომხმარებელი მიიღებს შეთავაზებას თქვენ დაინახავთ მას თქვენი თქვენი მეგობრების სიაში, და მისი მომხმარებლის სახელი გამოჩნდება ლურჯად ჩატის ოთახში.
  •         თუ მომხმარებელი უარყობს შემოთავაზებას ის წაიშლება და თქვენ არ მიიღებთ შეტყობინებას ამის შესახებ.
  •         თუ მომხმარებელი არ მიაქცევს ყურადღებას შემოთავაზებას, ის დარჩება მისი მეგბრების სიის გვერდზე მანამ, სანამ ის მიიღებს მას ან უარყობს.

თუ გსურთ წაშალოთ ვინმე თქვენი მეგობრების სიიდან დააწკაპუნეთ მის მომხმარებლის სახელზე dდა ამოირჩიეთ 'მეგობრის წაშლა'

მომხმარებლები არ მიიღებენ არანაირ შეტყობინებას იმის შესახებ რომ თქვენ წაშალეთ ისინი მეგობრების სიიდან

მიიღეთ პასუხი თქვენს კითხვაზე? გმადლობტ უკუკავშირისთვის თქვენი უკუკავშირის გაგზავნისას შეცდომა აღმოჩნდა. გთხოვთ სცადოთ მოგვიანებით.