ვინ არის განგებ წამგები?
განგებ წამგები მოთამაშე ადაბლებს თავის რეიტინგს განგებ წაგებით, ხშირად ტურნირზე დარეგისტრირებისთვის შემდეგი იოლი მოგების მიზნით.
თუ მოთამაშე დომინირებს შეჯიბრში და თავის რეიტინგზე ბევრად უკეთესად თამაშობს, გადახედეთ მისი პარტიების ისტორიას რომ შეამოწმოთ არის თუ არა მისი თამაში საეჭვო.
გადადით მის მომხმარებლის სახელზე და დააჭირეთ ‘არქივი’-ს გამოსახულებას (ზოგჯერ დაგჭირდებათ დააჭიროთ ოპციას ‘მეტი’ რომ დაინახოთ არქივის გამოსახულება):
ეს გადაგიყვანთ მოთამაშის ბოლო პარტიების არქივში.
განგებ წამგებნი ხშირად ნებდებიან რამოდენიმე პარტიაში ზედიზედ რამოდენიმე სვლის გაკეთების შემდეგ და მნიშვნელოვნად იდაბლებენ რეიტინგს. ზოგჯერ ეს მოთამაშეები გაცემენ თავიანთ ლაზიერს დანებების წინ რომ მოგაჩვენონ რომ წააგეს შეცდომით ან არასწორი დაწკაპუნებით.
თუ მოთამაშეს აქვს წაგებათა დიდი რაოდენობა ზედიზედ ტურნირში ან კლუბური მატჩში გაწევრიანების წინ, ის შესაძლოა განგებ წამგები იყოს.
განგებ წამგებნი ზოგჯერ ამას აკეთებენ არა მხოლოდ ტურნირში მოსაგებად! განგებ წაგებაწესების დარღვევაა თუნდაც ტურნირში არ გაწევრიანდნენ. ზოგიერთ მათგანს სურს იოლად მოიგონ და ადაბლებენ რეიტინგს რომ ადვილად მოუგონ უფრო დაბალი რეიტინგის მქონე მეტოქეებს. ესეც ჩვენი წესების დარღვევას ნიშნავს!
თუ თქვენ ეთამაშეთ მეტოქეს რომლის დონე მის რეიტინგზე მეტად მაღალი ჩანდა, და შეამოწმეთ მისი პარტიების არქივი და ბევრი წაგება ზედიზედ იპოვეთ, შესაძლოა ის მოთამაშე განგებ წამგები იყო!
თუ ეჭვი შეგეპარათ რომ მეტოქე განგებ წამგები იყო, გთხოვთ შეგვატყობინეთ ამის შესახებ! დახმარების გუნდი აუცილებლად შეამოწმებს ამ ინფორმაციას.