როგორ ვიყო უსაფრთხოდ Chess.com -ზე?
ინტერნეტი შეიძლება საშიში ადგილი იყოს, არსებობს რამოდენიმე წესი რომლის დაცვით თქვენ და თქვენი ოჯახი უსაფრთხოდ იქნება!
- არ დაგავიწყდეთ გამოსვლა თქვენი აკაუნტიდან სანამ დატოვებდეთ კომპიუტერს, თუნდაც ეს თქვენი სახლის კომპიუტერი იყოს.
- არასოდეს გახსნათ უცნობი ჩანართი. რაც არ უნდა გაინტერესებდეთ! მასში შესაძლოა ვირუსები და დამაზიანებელი პროგრამები იყოს ჩართული.
- არასოდეს გაუზიაროთ თქვენი პაროლი ვინმეს! Chess.com -ის თანამშრომელი არასოდეს შეგეკითხებათ თქვენს პაროლს.
- არ ატვირთოთ თვენი სურათები რომელთა ჩვენება საზოგადოდ არ გსურთ. როგორც კი რაიმე მოხდება ინტერნეტში, თითქმის შეუძლებელი იქნება მისი ამოღება და წაშლა.
- არასოდეს უპასუხოთ შეტყობინებას ან ფორუმის ბმულს რომლებიც შეიცავენ უწესო, ვულგარულ ან შეურაცხყოფელ სიტყვებს. არ მიიღოთ მონაწილეობა! შეგვატყობინეთ ამის შესახებ.
- არასოდეს გაუგზავნოთ/გაუზიაროთ ფული ან აკაუნტის ინფორმაცია შეუმოწმებელ წყაროს. წევრობის შეძენა შესაძლებელია წევრობის გვერდზე. Chess.com -ის თანამშრომელი არასოდეს მოგთხოვთ ფულს.
- თუ ვინმე გიგზავნით ბმულს, დააკვირდით web მისამართს სანამ მიჰყვებით მას. თუ ბმული გამოგიგზავნათ უცნობმა, აირიდეთ მისი გახსნა!
- არასოდეს გააზიაროთ პირადი ინფორმაცია: თქვენი სახელი, მისამართი, სკოლის სახელი, ან ტელეფონის ნომერი. ასეთი ინფორმაცია შეიძლება გამოყენებული იყოს თქვენი აკაუნტის მოსაპარად, არა მხოლოდ Chess.com აკაუნტისარამედ ტქვენი საბანკო ანგარიშის, ელ. ფოსტის მისამართის ან სხვა!
- ინფორმაცია რომელსაც თქვენ გიზიარებენ ონლაინ შესაძლოა არ იყოს სიმართლე! როდესაც ადამიანი ანონიმურად ურთიერთობს მას შეუძლიანებისმიერი რამ. არ დაგავიწყდეთ ეს როდესაც წაიკითხავთ მონაწერს ონლაინ.