რატომ ვერ ვსარგებლობ ჩატით და ვერ ვწერ ფორუმებზე

ჩატი შეიძლება გათიშული იყოს რამოდენიმე მიზეზის გამო. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენი ხნის არის თქვენი აკაუნტი. 

ახალი აკაუნტები

გააქტიურეთ თქვენი აკაუნტი

აკაუნტები რომლებიც არა არის გააქტიურებული ვერ ისარგებლებენ ჩატით და ვერ დაწერენ ფორუმებში!აკაუნტის გასააქტიურებლად, უნდა დააჭიროთ გააქტიურების ბმულს შეტყობინებაში რომელიც თქვენ მიიღეთ ელ. ფოსტაზე როდესაც შექმენით აკაუნტი! თქვენ მას მიიღებდით დარეგისტრირების შემდეგ. 

გთხოვთ შეამოწმოთ თქვენი სპამი თუ არ მიგიღიათ შეტყობინება! 

ითამაშეთ რამოდენიმე პარტია

ჩატი გათიშული იქნება სანამ თქვენ არ ითამაშებთ 10 პარტიას.ეს არის ზომა რომელიც დაიცავს საიტს მომხმარენლებისაგან რომლებიც ქმნიან აკაუნტებს მხოლოდ რეკლამის ბმულების ფორუმებში განთავსებისათვის ან სხვა მომხმარებლების დასაცინად. გვინდა დარწმუნებულები ვიყოთ რომ თქვენ ჭადრაკის სათამაშოდ ხართ აქ! როგორც კი ითამაშებთ ნებისმიერ 10 პარტიას ჩატი ჩაირთვება.

უფრო ძველი აკაუნტები

ჩატი გაგითიშეს

თუ თქვენ შეგეძლოთ ჩატში მიმოწერა და აღარ შეგიძლიათ, შესაძლოა თქვენი აკაუნტი შეიზღუდა.ამის მიზეზი შეიძლება რამოდენიმე იყოს. 

სპამშეტყობინებები:ზოგჯერ ჩვეულებრივი შეტყობინებაც გახდეს სპამ ფილტრის ტრიგერი და თვენი აკაუნტი გამოეთიშება ჩატს. ეს ხდება როდესაც ერთი და იგივე შეტყობინებას ბევრ მომხმარებელს უგზავნით

უწესო ან შეურაცხმყოფელი სიტყვები:ჭადრაკი შეიძლება ძალიან ემოციური თამაში იყოს, და ზოგჯერ რთულია გაუძლოთ ცდუნებას მეტოქეს ერთი - ორი შეურაცმყოფელი სიტვა უთხრათ. მაგრამ, ასეთი საქციელი მიუღებელია Chess.com -ზე, და ამან შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ჩატის საშუალების დაბლოკვა! 

თუ თქვენიჩატი შეიზღუდა შეურაცხმყოფელი სიტყვების ან სპამის გამოის ისევ გააქტიურდება 1 დღის ან 1 კვირის შემდეგ.ასეთი საქციელის გამეორებისას კი შეზღუდვა შეიძლება უფრო ხანგრძლივი გახადოს. 

მიიღეთ პასუხი თქვენს კითხვაზე? გმადლობტ უკუკავშირისთვის თქვენი უკუკავშირის გაგზავნისას შეცდომა აღმოჩნდა. გთხოვთ სცადოთ მოგვიანებით.