რა არის 'en passant'? ეს არ არის არასწორი სვლა პაიკისთვის!
En passant (ფრანგულად 'გვერდზე გავლა') არის განსაკუთრებული საჭადრაკო სვლა რომელიც აძლევს პაიკს საშუალებას აიყვანოს პაიკი რომელმაც ახლახანს გაუარა მას ვერდით.აი მაგალითი:
შავებმა გადაადგილეს პაიკი ორი უჯრით წინ, და დასვეს ის თეთრი პაიკის გვერდით. რაც ბევრ ახალბედას ჭადრაკში ვერ გაუგია არის ის რომ თეთრებს აქვთ საშუალება აიყვანონ შავი პაიკი ვითომ ის გადავიდა მხოლოდ ერთ უჯრაზე და არა ორზე.
თეთრებმა არ არის აუცილებელი გააკეთონ ასე, მაგრამ თუ არ აიყვანენ პაიკს შემდეგ სვლაზე ამას ვეღარ გააკეთებენ.
წარმოიდგინეთ შავი პაიკი რომელმაც გაუარა გვერდი თეთრ პაიკს. იმ მომენტში როდესაც შავი პაიკს გვერდს უვლისმას, თეთრებს აქვთ მისი აყვანის შანსი, მაგრამ მხოლოდ იმ მომენტში. როგორც კი შემდეგი სვლა გაგეთდება შავების პაიკზე დასხმაenpassant-ით შეუძლებელი გახდება.